როგორია აივნიდან გადავარდნილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

30 წლის ტურისტი, რომელიც გუშინ ბათუმში, "მაგნოლიას" საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმების შეფასებით ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მას სხეულის მრავლობითი მოტეხილობა და ტრავმული შოკი აქვს. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. 

ბათუმში, მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადავარდა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე, "მაგნოლიას" საცხოვრებელ კორპუსში დღის ბოლოს მოხდა.  

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალმა აივანზე წონასწორობა დაკარგა. მის დახმარებას ერთ-ერთი გამვლელი მამაკაცი შეეცადა, რამაც დაცემა ოდნავ შეამსუბუქა. 

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ.