როგორია ენმ-ის ოფისთან დაშავებულების მდგომარეობა

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, მიმდინარე მოვლენების განმავლობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა. ამის შესახებ report.ge-ს ჯანდაცვის სამინიტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ექიმებმა პირველადი სამედიცინო დახმარება 17 მოქალაქეს გაუწიეს.

„მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე მსუბუქად შეფასდა. 2 მოქალაქე კი-ჰოსპიტალიზირებული იქნა თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. კლინიკა უკვე დატოვა ერთმა პაციენტმა, მეორე კი სამედიცინო დაწესებულებას დღის განმავლობაში დატოვებს“, - აცხადებენ უწყებაში.