როგორია ეპიდსიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთში

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 252 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც ვირუსი 41-ს დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში 119 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 17 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 753 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 222 და გამოჯანმრთელდა 13 660 ინფიცირებული პაციენტი.