როგორია კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი საქართველოში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 27 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7%. 

ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელია 6,32%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 5,96%.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 40 პაციენტი.