როგორია კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი საქართველოში

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2,49 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 2,04 პროცენტია, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,42 პროცენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 773 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 12 პაციენტი.