როგორია კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 37 714, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 20 679, PCR ტესტით - 17 035.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ასეთია:

დღიური - 9,04%, ბოლო 14 დღის - 8,63%, ბოლო 7 დღის - 8,33%.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა დადასტურდა.