როგორია კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი საქართველოში

23 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,15%-ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2,43%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2,45%.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 656 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი. 

ამ დროისთვის საქართველოში სულ კორონავირუსის 361 484 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 347 653, გარდაიცვალა 5228 პაციენტი.