როგორია კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი

StopCov.ge-ს მონაცემებით, 26 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.43%-ს შეადგენს.

ბოლო 14 დღის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი კი 10.70%-ს, ბოლო 7 დღის - 10.40%-ს.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4031 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყანაში კიდევ 73 პაციენტი გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 4585 ადამიანი.