როგორია საქართველოში COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევათა სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი საშუალო ასაკისაა, რაღაც გარკვეული პროცენტი, 60 და 70 წელს ზემოთაა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააცხადა. 

რაც შეეხება კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებს, ის დილის შემდეგ არ შეცვლილა და stopcov.ge-ზე ამ დროისათვის არსებული მონაცემები ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 233

მათ შორის გამოჯანმრთელებული - 56

მათ შორის გარდაცვლილი- 3

კარანტინის რეჟიმში - 4856

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 370

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები- 3