როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

24, 25 და 26 აპრილს დასავლეთ საქართველოს ბარში უმეტესად მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ზოგიერთ რაიონებში ნავარაუდევია მცირე წვიმა. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით +7°, ხოლო დღისით მაქსიმალური ნიშნული +25° სითბო იქნება.

ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებშიც, ღამით მინიმალური ტემპერატურა +3°იქნება, ხოლო დღისით ჰაერის აქაც +25°-მდე გათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 24 დან 26 აპრილის ჩათვლით უმეტესად იწვიმებს, ღამით მინიმალური ტემპერატურა +6° ხოლო დღისით +25° გრადუსამდე დაფიქსირდება.

იწვიმებს აღმოსავლეთ საქართველოს მთაშიც. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +1°, ხოლო დღისით მაქსიმალური სითბო +26° დაფიქსირდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში აღნიშნულ 3 დღიან მონაკვეთში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 24 დან 26 აპრილის ჩათვლით, ღამით +9° იქნება, ხოლო დღისით მაქსიმალური ნიშნული +26° გრადუსამდე მიაღწევს.