როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა სტაბილურად შენარჩუნდება. 

აღმოსავლეთ საქართველოში მზიანი დღეებია მოსალოდნელი, ჰაერი +18, +24 გრადუს ცელსიუსამდე გათბება. სამშაბათს და ოთხშაბათს მოსალოდნელია საღამოობით მცირე ნალექი. 

დასავლეთ საქართველოში +17, +22 გრადუს ცელსიუსამდე სითბო შენარჩუნდება. შესაძლებელია წვიმა. ძირითადად, კვირის დასაწყისში.

მაღალ მთაში დარია. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, ნალექს მთაში არ ელოდებიან.