როგორი ამინდი იქნება დღეს - 26 მარტის პროგნოზი

26 მარტს ზოგიერთ რაიონში ნალექია ნავარაუდევი.

თბილისში ღამით +6 გრადუსი იქნება, დღისით კი +17 გრადუსი. მოსალოდნელია მცირე წვიმა.

ბათუმში ღამით +10, დღისით კი +15 გრადუსი იქნება. ზუგდიდში ღამით +9, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი. ქუთაისში ღამით +9, დღისით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი.

თელავში ღამით +8 გრადუსია ნავარაუდევი, დღისით კი +17 გრადუსი და წვიმა იქნება. +10 გრადუსი იქნება ღამით ლაგოდეხში, დღისით კი +17. სიღნაღში ღამით +9, დღისით კი +15 გრადუსი იქნება.

მესტიაში ღამით +2 გრადუსი, დღისით +18 გრადუსი სითბო და წვიმა იქნება. ცაგერში ღამით +7 გრადუსი, დღისით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. +1 გრადუსია მოსალოდნელი ბახმაროში, დღისით კი +17 გრადუსი იქნება.