როგორია ეპიდსიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთში

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 258 ადამიანს, მათგან კორონავირუსი 52-ს დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში 88 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, 13 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 13 845 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 305 პაციენტი, 218 პაციენტი გარდაიცვალა.