რომელ ვაქცინას ანიჭებს უპირატესობას საქართველოს მოსახლეობა

კორონავირუსის ვაქცინაციის წინასწარი რეგისტრაციის პლატფორმაზე ამ დროისთვის 50 107 ადამიანი დარეგისტრირდა, აქედან უმრავლესობამ Pfizer-ი აირჩია.

რეგისტრაციის გავლა პორტალზე www.moh.gov.ge-ზეა შესაძლებელი. პირადი მონაცემების შევსების პარალელურად, რეგისტრაციისას მომხმარებელს შეუძლია, აირჩიოს მაქსიმუმ სამი ვაქცინა, რომელსაც უპირატესობას ანიჭებს.

"წინასწარი რეგისტრაციის მიზანია სწრაფად და დაუყოვნებლივ მივიღოთ ინფორმაცია COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ. ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას". – წერია რეგისტრაციის პორტალზე.