რომელ ვაქცინებს ელოდებიან საქართველოში? - ამირან გამყრელიძის განმარტება

შესაძლოა  COVAX-ის პლატფორმას Novavax-ისა და Jonson&Jonson-ის ვაქცინები დაემატოს, რის შემდეგაც მათი შემოტანა საქართველოშიც მოხდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"COVAX-დან გვაქვს უახლესი ინფორმაცია, რომ შესაძლოა NOVAVAX განთავსდეს და საქართველო მას მიიღებს, ასევე მიიღებს Jonson&Jonson-ს, რომელიც ჯანმოს მიერ დამტკიცებულია", - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, მსოფლიო ბაზარზე ვაქცინების დიდი დეფიციტია. ამ ეტაპზე კი საქართველოს მოსახლეობას არჩევანი ორ ვაქცინას - AstraZeneca-ს და Sinopharm-ს შორის აქვს. 

"AstraZeneca-ს დამატებით 43 ათასი დოზა შემოსულია და მაისის განმავლობაში კიდევ 43 ათასი დოზა შემოვა. რაც შეეხება Sinopham-ს, სადღეისოდ მასზე გაკეთებულია 28 ათასი ჯავშანი. ამ ეტაპზე გვაქვს 50 ათასი ადამიანისათვის გამოსაყენებელი Sinopham-ის ვაქცინა. კარგად მიდის მოლაპარაკება Pfizer-თან და თუკი ზაფხულში მასობრივი დოზები შემოვა, საუბარია მილიონ დოზაზე“, - თქვა გამყრელიძემ.