რომელი სკოლები დაიკეტა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის მასშტაბით 25-მდე საჯარო სკოლაა დაკეტილი. 20-მდე საბავშვო ბაღში შეჩერებულია სააღმზრდელო პროცესი. 

უახლესი მონაცემებით, თბილისის 147-ე საჯარო სკოლაში კორონავირუსი პირველკლასელს დაუდასტურდა, რის გამოც სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველი კლასი გადავიდეს სწავლების დისტანციურ რეჟიმზე.

თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში ვირუსი მასწავლებელს დაუდასტურდა , რის გამოც დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასწავლო პროცესის ფორმა მოსწავლეებმა სურვილისამებრ შეარჩიონ.

შესაძლო დაინფიცირების გამო, თბილისის 117-ე სკოლის ორი თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადასული.