რომში ქართული ტაძარი დაარბიეს - VIDEO

იტალიაში ქართული ტაძარი დაარბიეს. ინფორმაციას და ვიდეოს სოციალურ ქსელში რომის ქართული სამრევლო ავრცელებს. 

კადრებში ჩანს განადგურებული ხატები, ფრესკები, დარბეულია ტაძრის საკურთხეველი.

რომის ქართულ სამრევლოში ამბობენ, რომ ვანდალური ფაქტის მონაწილეები, სავარაუდოდ, ტაძარში ძვირფასეულობასა და თანხას ეძებდნენ, თუმცა ადგილზე არც ერთი დახვდათ. 

მძარცველებმა ზიარებისთვის განკუთვნილი ღვინო ხატებს და კედლებს შეასხეს.

მომხდარზე გამოძიება რომის პოლიციამ დაიწყო.