როგორია ეპიდსიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთში

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 234 ადამიანს. მათგან ვირუსი 42 -ს დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში 99 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 17 -ის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 505 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 14 901 ინფიცირებული პაციენტი და გარდაიცვალა 236.