"როცა ბრუნდები სახლში და ლოგინში ეს ქსუტუნა არსება გხვდება" - რა ფოტოებს აქვეყნებს ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და ფოტოებს აქვეყნებს.

"როცა ნაშაკიკარი, ნაწვალები, გათანგული და ენერგია გამოცლილი ბრუნდები სახლში და საკუთარ ლოგინში ეს ქსუტუნა არსება გხვდება, წარსულში რჩება ყველაფერი - დაღლილობაც, შფოთვაც, შაკიკიც კი.

რამდენიმე დღეს ატარებს ხოლმე ჩვენთან, და რომ მიყავთ, ეგრევე ცარიელდება ყველაფერი, თითქოს ბედნიერება გამოწოვეს ყველა კუთხე-კუნჭულიდან. ისევ ბრუნდება შფოთვაც, დაღლილობაც და შაკიკიც.

ჩემი პატარა სოფიო. დიდი სოფიოს შვილიშვილი და, მაშასადამე, ჩემიც. მაშასადამე კი არა, ჩემია თუა. ჩემი ოქროს წიწილა", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.