სამხედრო სამსახურში გაწვევა დროებით გადაიდო

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადაიდო, - ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

დღესვე მიიღეს გადაწყვეტილება სასწავლო დაწესებულებაში არდადეგების გახანგრძლივების შესახებაც.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული.

კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 46 პირი რჩება.