ლანჩხუთში, გზაზე მოძრავი სატვირთო მანქანა ამოყირავდა

ავარია სოფელ წყალწმინდაში - სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამოყირავდა. დაშავებული არავინ არის. თვითმხილველების თქმით სატვირთო მკვეთრ მოსახვევში დიდი სიჩქარით შევიდა, რაც სავარაუდოდ ავარიის მიზეზი გახდა.

იმის გამო, რომ დაშავეული არავინ არის, საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა. მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.