რუისთან მომხდარ ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

საქართველოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ რუისთან ავტოავარია მოხდა. ქვეითს მანქანა დაეჯახა.

შემთხვევის დროს 30 წლამდე ასაკის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.