რუმინეთი საქართველოს "ასტრაზენეკას" ვაქცინას გადასცემს

რუმინეთი საქართველოს 10 000 დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინას გადასცემს. ამის შესახებ საქართველოში რუმინეთის ელჩი, რაზვან როტუნდუ სოციალურ ქსელში წერს.

"2021 წლის 8 ივლისის სხდომაზე, რუმინეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს "ასტრაზენეკას" 10 000 დოზა ვაქცინას გადასცემს. ვაქცინების მიწოდება მალე მოხდება", – წერს ელჩი "ტვიტერში".