რუმინეთმა საქართველოს მყვინთავების აღჭურვილობა გადასცა

პროექტი "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის ფარგლებში შემოთავაზებული მხარდაჭერა 2020-2023" გრძელდება. ამჯერად რუმინეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (RoAid) საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს მყვინთავების თანამედროვე პაკეტი გადასცა. იგი მყვინთავების ინდივიდუალური აღჭურვილობის ხელსაწყოებსა და აქსესუარებს, ასევე, წყალქვეშა უსადენო საკომუნიკაციო სადგურებს მოიცავს.

შსს-ს ცნობით, საქართველოს სასაზღვრო პოლიცია რუმინეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, საზღვაო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, მჭიდროდ თანამშრომლობს.