რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. 

ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ადგილზე უსაფრთხოების მიზნით იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

დამატებით ინფორმაციას report.ge საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.