რუსთაველის გამზირზე დაპირისპირებისას პოლიციელები დაშავდნენ

"თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას რამდენიმე სამართალდამცველი დაშავდა.

დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა აღმოუჩინეს.

რუსთაველის გამზირზე, ვითარება კვლავ დაძაბულია.

ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა რამდენჯერმე სცადეს.

ისინი პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების მისამართით ქვებს, ბოთლებს და კვერცხებს ისვრიან.