რუსთაველის გამზირი კარვებით გადაკეტეს - PHOTO

რუსთაველის გამზირზე, სამანქანო გზა აქციის მონაწილეებმა კარვებით გადაკეტეს. ამ დროისთვის გამზირზე 4 კარავია გაშლილი. აქციის მონაწილეები იმყოფებიან საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთანაც, სადაც ასევე კარვებია გაშლილი. დემონსტრანტებმა, რომლებიც ღამის გათენებას აპირებენ ადგილზე პუფებიც მიიტანეს.