რუსთაველის გამზირის მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეეზღუდა

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე პერიოდში თბილისში, რუსთაველის გამზირის მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეეზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს. 

მანამდე, ღამის 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხო მთაწმინდის რაიონში ინგოროყვას, აბაკელიას, ძმები ზუბალაშვილების, ცხემის, ყიფიანის, მესხის, კოტეტიშვილის, ზიჩის, ჟორდანიას, შევჩენკოს, ძმები კაკაბაძეების, ბოცვაძის, ბარნოვის, გურიის, 8 მარტის, ზალდასტანიშვილის, სარაჯიშვილის, ტარიელის, ცემის, ბორბლის, რიწის, ლაღიძის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ვეძინის, არსენას, თხინვალის, ჩაბალის, გიგაურის, ლიხის და ქიქოძის ქუჩების მოსახლეობას. მიზეზად ქსელში გადართვები სახელდება.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.