რუსთაველის გამზირს აქციის მონაწილეები კეტავენ

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანიდან რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ. 

აქციის მონაწილეების  განცხადებით ისინი ქუჩის პიკეტირებას გეგმავენ.

"რიონის ხეობის მცველების"  მოთხოვნები უცვლელია: შეჩერდეს ნამოხვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.