რუსთაველზე საპროტესტო აქცია იმართება

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია იმართება. ისინი ითხოვენ დაისაჯოს 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებში მონაწილე ყველა პირი და გადადგეს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ მედიის წარმომადგენლების ორგანიზებით პარლამენტთან საპროტესტო აქცია რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმართა.

"ტვ პირველი" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის რამდენიმე დღის განმავლობაში „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობდა. 11 ივლისს კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.