ახალ კორონავირუსზე "რუსთავი 2-ის" თანამშრომელთა ტესტირების პასუხებები ცნობილია. კორონავირუსი არც-ერთ თანამშრომელს არ დაუდასტურდა. მიუხედავად ამისა, მეტი უსაფრთხოებისთვის, განმეორებითი ტესტებიც ჩატარდება. ინფორმაცია Report.ge-ის "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა, სალომე ბოკუჩავამ მიაწოდა.
"ყველა პასუხი უარყოფითია, თუმცა მეტი უსაფრთხოებისთვის 60 საათში ერთხელ ტესტირებას მაინც გავივლით", - განაცხადა სალომე ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტს, თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, PCR ტესტი უკვე 300-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა.