რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა

ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა" მაუწყებლობა განაახლა. დილის ეთერში უკვე გავიდა „დილამშვიდობისა საქართველოს“ მე-12 -ს სეზონის პირველი გადაცემა.

 20 აგვისტოს შემდეგ, არხზე საინფორმაციო გამოშვება არ გასულა, მას შემდეგ, რაც რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში პროტესტის ნიშნად დატოვეს კურიერის წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა. არხი ასევე დატოვა თანამშრომლების დიდმა ნაწილმა.