"რუსთავი 2-ში" კორონავირუსზე ყველა თანამშრომლის ტესტის პასუხი მიიღეს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა დღეს მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნა. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების გათვალისწინებით, კორონავირუსი არცერთ თანამშრომელს არ დაუდასტურდა. ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს. 

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, COVID-19 "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთ ჟურნალისტს თეონა ცხომელიძეს დაუდასტურდა.

სწორედ ამის შემდეგ, კომპანიის ყველა თანამშრომლის ტესტები 48 საათში ერთხელ ლაბორატორიაში იგზავნებოდა.