რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მასთან ექიმის ვიზიტისა და სატელეფონო ზარების შეზღუდვას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, სააკაშვილი ხელისუფლების და ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები და სკანდირებენ.