რუსთავის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

რუსთავის ნაწილს ელექტრო მომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას ამის შესახებ "ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ოქტომბერს 10:00- დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რჩეულიშვილის, გიორგაძის, სამშვილდის, ჯავახიშვილის, ბელიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.