რუსთავის ციხესთან კარვები გაშალეს

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან კარვები გაშალეს. დემონსტრაციის მონაწილეთა თქმით, კარვებში ის ადამიანები გაათენებენ, რომლებიც მოშიმშილე პირებს მხარს უჭერენ. 

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია რუსთავში დღეს 18:00 საათზე დაიწყო. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ პროტესტს პერმანენტული ხასიათი ექნება.