რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა. ადგილზე რამდენიმე ათეული პირი იყო შეკრებილი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ვადამდე პატიმრობიდან გამოშვებას ეწინააღმდეგებოდნენ და ამბობდნენ, რომ ის ციხეში სამუდამო პატიმრობით უნდა იყოს მისჯილი.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.