რუსთავის ციხის ტერიტორიაზე ხანძარია

რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულების სასადილოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე დაკვამლიანება შეინიშნება.

ტერიტორიაზე ათამდე სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს.

report.ge დამატებით ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.