რუსთავში აფეთქება მოხდა

რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. როგროც ცნობილია, ჯართის ჩამბარებელ პუნქტში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. 

შემთხვევისას 35 წლის მამაკაცმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტები, სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ჯგუფები მუშაობენ.