რუსთავში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

რუსთავში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ნახეს. ვარაუდობენ, რომ ქალი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა. 

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.