რუსთავში ავარია მსხვერპლით დასრულდა

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა.

ქალი საავტომობილო გზაზე ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.