რუსთავში ავტობუსის გაჩერებასთან კაცი გარდაიცვალა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მამაკაცი ქუჩაში გარდაიცვალა, - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 70 წლამდე კაცმა საავტომობილო გზა გადაკვეთა, რის შემდგომაც ავტობუსის გაჩერებასთან წაიქცა და გონება დაკარგა.

70 წლამდე მამაკაცის გადარჩენას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 2 ჯგუფი ცდილობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის უეცარი გაჩერება გახდა.