რუსთავში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

რუსთავის მე-16 მიკრორაიონში, აგრარული ბაზრის მიმდებარედ, "ლენდ როვერის" მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის მიზეზს ავტომობილის მეპატრონე ვერ ასახელებს. 

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო დახმარების ეკიპაჟი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.