რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევისას ქალი დაშავდა

რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ერთ-ერთ მანქანაში მყოფი ქალი დაშავდა. ის სასწრაფო დახმარების მანქანით, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპულატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.