რუსთავში, ძველ სასაფლაოებზე ძლიერი ხანძარია

რუსთავში, ძველ სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. ამ ეტაპზე ხანძრის ლოკალიზებას 3 სახანძრო მანქანა ცდილობს. 

როგორც report.ge -ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ბალახს უკიდია. ქარის გამო მისი ლოკალიზება გართულებულია. პირველ ეტაპზე სალიკვიდაციო სამუშაოებში 2 მანქანა იყო ჩართული თუმცა მოგვიანებით ადგილზე დამატებითი ეკიპაჟი გაიგზავნა. 

ძველი სასაფლაოები დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს.