რუსთავში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავის მე-12 მიკრორაიონში მდებარე ერთერთ კორპუსში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრისას კორპუსის სრული ევაკუაცია განხორციელდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ საცხოვრებელ ბინაში აღმოჩენილია შუა ხნის მამაკაცის ცხედარი.

ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.