რუსთავში ხანძარი გაჩნდა

რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში, ცოტა ხნის წინ, ხანძარი იყო. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულის ერთ-ერთი ბინის აივანზე გაჩნდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და მისი გავრცელების საშიშროება სხვა ბინებზე არ არსებობს.

ადგილზე მეხანძრე-მაშველების ორი ეკიპაჟი მუშაობდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.