რუსთავში, მარის არხში მამაკაცს ეძებენ

რუსთავში, მარის არხში ჩავარდნილ მამაკაცს ეძებენ. სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა. 

ინფორმაცია ზუსტდება.