რუსთავში მე-10 სართულიდან მოხუცი გადმოვარდა

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულიდან კაცი გადმოვარდა. 81 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. 

შემთხვევა გამთენიისას, მე-12 მიკრო-რაიონში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიცია. 

რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.