რუსთავში ნარკოტიკის სავარაუდო ზედოზირებით 2 კაცი გარდაიცვალა - ინფორმაცია ახლდება

რუსთავში  ნარკოტიკის სავარაუდო ზედოზირებით 2 მამაკაცი გარდაიცვალა. 

ნარკო-კომის დიაგნოზით შეყვანილი 29 და 56 წლის პაციენტების გადარჩენა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს  მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილები მეტალურგიულ ქარხანაში მუშაობდნენ.

report.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყების პრესსამსახური დეტალებს არკვევს.